მაღალი იმპაქტფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალში „Kybernetes“ (CiteScore: 6.1; Impact Factor: 2.9), რომელიც ინდექსირებულია Scopus და Web of Science ბაზებში გამოქვეყნდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი:
Seturidze, R., Chavleishvili, M. and Kikutadze, V. (2025), "The efficacy of modern information technologies in the teaching and learning of green economy concepts within higher education institutions", Kybernetes , Vol. ahead-of-print No. ahead-of-print. https://doi.org/10.1108/K-08-2024-2318
კვლევაში განხილულია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანობა მწვანე ეკონომიკის კონცეფციების სწავლება-სწავლის პროცესში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვლევა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური განათლების ინტეგრაციას და ამ მიმართულებით არსებული საგანმანათლებლო პრაქტიკების გაუმჯობესებას.